მომსახურების ან პროდუქტის საჭიროებისას, პირველ რიგში მას საძიებო სისტემაში (Google-ში) ვეძებთ, და ხშირად, მხოლოდ რამდენიმე შედეგი გვაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ვებსაიტი სწორ დროს, სწორ მომხმარებელს გამოუჩნდეს.
სწორედ აქ ჩნდება SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, რომელიც მხოლოდ საკვანძო სიტყვების გამოყენებით არ შემოიფარგლება და მასში დიდ როლს თამაშობს როგორც კონტენტი, ასევე ვებსაიტის ტექნიკური გამართულობა. ამ სტატიაში ეტაპობრივად განვიხილავთ SEO ოპტიმიზაციას და მის სამუშაო პროცესს.
რა არის SEO ოპტიმიზაცია?

SEO ოპტიმიზაცია არის ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მთავარი მიზანია საძიებო სისტემების მიერ ვებსაიტის აღმოჩენა და მომხმარებლისთვის სასარგებლო შედეგის მიწოდება.
SEO საძიებო სისტემას თქვენი კონტენტის გაგებაში, ხოლო მომხმარებელს თქვენი ვებსაიტის პოვნაში ეხმარება.
როგორ მუშაობენ Google-ს ბოტები?

Google-ს სამუშაო პროცესი შემდეგნაირია. პირველ რიგში ხდება Crawling – რაც ბოტების მიერ ვებსაიტის გვერდების აღმოჩენას და წაკითხვას გულისხმობს, რის შედეგაც ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება და ინდექსში შენახვა (Indexing). ხოლო, ბოლო და ვებსაიტის მფლობელებისთვის ყველაზე საინტერესო ეტაპია შესაბამისი შედეგების შერჩევა და ჩვენება, ანუ Ranking.
Crawling – Google-ს მიერ თქვენი ვებსაიტის პოვნა
პირველი ეტაპია გვერდის აღმოჩენა.
Google-ს შეუძლია თქვენი გვერდი აღმოაჩინოს რამდენიმე გზით:
- სხვა ვებსაიტიდან არსებული ბმულით;
- თქვენს საიტზე არსებული შიდა ბმულით;
- Sitemap-ის საშუალებით;
- უკვე ცნობილი URL-ის განახლების შედეგად.
ამის შემდეგ Googlebot ცდილობს გვერდის გახსნას და მისი შინაარსის წაკითხვას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ Google-ს არ შეუძლია თქვენს ვებსაიტსა თუ მის რომელიმე გვერდზე შემოღწევა, ის ვერ გაივლის საჭირო ეტაპებს იმისთვის, რომ თქვენი ვებსაიტი მომხმარებლამდე მივიდეს..
Google-ის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, გვერდი უნდა იყოს ხელმისაწვდომი Googlebot-ისთვის, უნდა აბრუნებდეს წარმატებულ HTTP პასუხს და უნდა შეიცავდეს ინდექსირებად კონტენტს.
Indexing – Google აანალიზებს გვერდს
გვერდის აღმოჩენის შემდეგ Google ცდილობს გაიგოს მისი შინაარსი. ამ ეტაპზე Google აანალიზებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:
- ტექსტი;
- Title;
- ძირითადი სათაურები;
- სურათები და მათი შესაბამისი ინფორმაცია;
- ბმულები;
- სხვა metadata;
- გვერდის სტრუქტურა.
Google ასევე ამოწმებს, ხომ არ წარმოადგენს გვერდი სხვა გვერდის დუბლირებულ ვერსიას და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს canonical URL-ს.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ საიტის შექმნა საკმარისი არ არის.
შეიძლება ვებსაიტი ინტერნეტში არსებობდეს, მაგრამ კონკრეტული გვერდი Google-ის ინდექსში საერთოდ არ იყოს.
ამიტომ SEO-ს ერთ-ერთი პირველი ამოცანაა იმის შემოწმება, შეუძლია თუ არა Google-ს თქვენი გვერდების აღმოჩენა, წაკითხვა და ინდექსირება.
Ranking – Google არჩევს შესაბამის შედეგებს
როდესაც მომხმარებელი Google-ში რაიმეს ეძებს, სისტემა საკუთარი ინდექსიდან არჩევს იმ გვერდებს, რომლებიც კონკრეტულ მოთხოვნასთან ყველაზე მეტად შეესაბამება.
აქედან იწყება ის ნაწილი, რასაც მომხმარებლები ხშირად „Google-ში პირველ ადგილზე მოხვედრას“ უწოდებენ.
Google შედეგების დასალაგებლად უამრავ სიგნალს იყენებს, მათ შორის მოთხოვნის მნიშვნელობას, კონტენტის შესაბამისობას, ხარისხს, გამოყენებადობასა და სხვა კონტექსტურ ფაქტორებს.
როგორ მუშაობს SEO ოპტიმიზაცია?

SEO რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს:
Keyword Research
პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას ეძებენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები. ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ საკვანძო სიტყვებზე უნდა იყოს თქვენი საიტი ოპტიმიზებული.
On-Page SEO
ვებგვერდის თითოეული გვერდი უნდა იყოს სწორად გამართული – სათაურები, ტექსტი, საკვანძო სიტყვები, სურათები, URL-ები და სხვა ელემენტები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ Google-მაც და მომხმარებელმაც მარტივად გაიგონ გვერდის შინაარსი.
Technical SEO
მნიშვნელოვანია, რომ საიტი ტექნიკურად გამართული იყოს და Google-ს მისი წაკითხვა და ინდექსირება უპრობლემოდ შეეძლოს.
აქ შედის საიტის სიჩქარე, მობილურ მოწყობილობებზე მუშაობა, Sitemap, Canonical, Redirect-ები და სხვა ტექნიკური საკითხები.
ხარისხიანი კონტენტი
Google-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდი მომხმარებლის მოთხოვნას რეალურად პასუხობდეს. ამიტომ SEO-ს ნაწილი არის სასარგებლო, უნიკალური და შესაბამისი კონტენტის შექმნაც.
საიტის ავტორიტეტი
სხვა სანდო ვებსაიტებიდან მიღებული ბმულები (Backlinks) და ბრენდის ონლაინ ხილვადობა ასევე შეიძლება დაეხმაროს საიტის ავტორიტეტის ზრდას.
რამდენ ხანში გაიუმჯობესებს ვებსაიტი პოზიციებს?

SEO არ არის ერთჯერადი ცვლილება და არც სწრაფი შედეგის გარანტია. შედეგის მიღებას ხშირად რამდენიმე თვე არის საჭირო და ეს დამოკიდებულია კონკურენციაზე, საიტის მდგომარეობასა და განხორციელებულ სამუშაოებზე.
მთავარია, რომ შედეგის სანახავად არ შეფასდეს მხოლოდ Google-ს პოზიციები, არამედ ორგანული დატვირთვის, ვიზიტორების, ლიდებისა და გაყიდვების ზრდით.
რატომ სჭირდება თქვენს ვებსაიტს SEO ოპტიმიზაცია?

თუ თქვენი პოტენციური მომხმარებლები Google-ში ეძებენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, მაგრამ თქვენს საიტს ვერ პოულობენ, თქვენ კარგავთ პოტენციურ მომხმარებელს.
სწორად დაგეგმილი SEO გეხმარებათ:
- გაიზარდოს საიტის ხილვადობა Google-ში;
- მოიზიდოთ შესაბამისი მომხმარებლები;
- გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი;
- მიიღოთ მეტი მოთხოვნა და გაყიდვა;
- გრძელვადიანად შეამციროთ ფასიან რეკლამაზე დამოკიდებულება.
SEO-ს მიზანი უბრალოდ Google-ში მაღალ პოზიციაზე ყოფნა არ არის – მისი მიზანია თქვენი ბიზნესისთვის რეალური შედეგის მოტანა.
გჭირდება SEO ოპტიმიზაცია?
Web Features დაგეხმარებათ გამოავლინოთ, რა პრობლემები აქვს თქვენს ვებსაიტს და შეიმუშაოთ რეალურ შედეგებზე ორიენტირებული SEO სტრატეგია.
მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ გაიაროთ უფასო ონლაინ კონსულტაცია.
