SEO ოპტიმიზაცია

Web Features გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციის მომსახურებას ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ Google-ისა და სხვა საძიებო სისტემების შედეგებში უკეთესი ხილვადობა, ორგანული ტრაფიკის ზრდა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა. SEO ოპტიმიზაცია მოიცავს ვებსაიტის ტექნიკურ გამართვას, გვერდების ოპტიმიზაციას, საკვანძო სიტყვების კვლევას, კონტენტის გაუმჯობესებასა და SEO სტრატეგიის შემუშავებას. ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც უკვე არსებულ ვებსაიტებზე, ისე ახალი ვებსაიტების SEO-სთვის მომზადებაზე.

მეტი ტრაფიკი, მეტი შედეგი

01

SEO აუდიტი

დეტალურად ვამოწმებთ ვებსაიტის ტექნიკურ მდგომარეობას, ვაანალიზებთ ინდექსაციას, crawlability-ს, მეტა თეგებს, URL სტრუქტურას, შიდა ბმულებსა და სხვა მნიშვნელოვან SEO ფაქტორებს. გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე ვადგენთ ოპტიმიზაციის გეგმას.

02

On Page SEO ოპტიმიზაცია

ვაუმჯობესებთ გვერდების სათაურებს, Meta Title-სა და Description-ს, H1-H3 სტრუქტურას, URL-ებს, შიდა ბმულებს, სურათების Alt ტექსტებსა და სხვა On-Page SEO ელემენტებს.

03

კონტენტის გაუმჯობესება

ვაუმჯობესებთ ან ვქმნით კონტენტს მომხმარებლის საძიებო მიზნის შესაბამისად, რათა გვერდმა უკეთ უპასუხოს მომხმარებლის კითხვებს და საძიებო სისტემებს მკაფიოდ აჩვენოს მისი მთავარი თემა.

ჩვენი მიდგომა

სტრატეგიული ანალიზი

კონკურენტების ანალიზზე დაყრდნობით ვადგენთ საკვანძო სიტყვებს. ვაანალიზებთ ვებსაიტის ტექნიკურ მხარეს.

კონტენტის ოპტიმიზაცია

ვქმნით, ან ვაუმჯობესებთ კონტენტს ისე, რომ მოერგოს საძიებო სისტემების მოთხოვნებს.

გრძელვადიანი ზრდა

SEO გრძელვადიანი პროცესია. ვაკვირდებით შედეგებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ პოზიციებსა და საიტის ტრაფიკს.

AI უკეთესი პოზიციებისთვის

AI ტექნოლოგიებს ვიყენებთ SEO პროცესის სხვადასხვა ეტაპზე – საკვანძო სიტყვების კვლევის, მონაცემების ანალიზის, კონტენტის დაგეგმვისა და მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების უკეთ გასაგებად. AI გვეხმარება პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, თუმცა საბოლოო სტრატეგია ეფუძნება SEO მონაცემებს, საძიებო სისტემების მოთხოვნებსა და ადამიანისთვის სასარგებლო კონტენტს.

სწორი საკვანძო სიტყვები

AI-ზე დაფუძნებული ანალიზი

ოპტიმიზირებული შინაარსი

საძიებო ტენდენციების პროგნოზი

გზა პირველ გვერდამდე

სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე

იყავი იქ სადაც გეძებენ

მომხმარებლები პროდუქტებისა და მომსახურებების მოძიებისას ხშირად იყენებენ Google-სა და სხვა საძიებო სისტემებს. SEO სტრატეგიის მიზანია, თქვენი ვებსაიტის შესაბამისი გვერდები გამოჩნდეს იმ საძიებო მოთხოვნებზე, რომლებიც თქვენს ბიზნესთან და სამიზნე აუდიტორიასთან არის დაკავშირებული.

საკვანძო სიტყვების ანალიზი

ვიკვლევთ, რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ მომხმარებლები თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მოსაძებნად და ვადგენთ მათ პრიორიტეტებს.

01

ოპტიმიზაცია

ვაუმჯობესებთ ვებსაიტის ტექნიკურ სტრუქტურას, გვერდების კონტენტს, შიდა ბმულებსა და ჩატვირთვის სიჩქარეს.

02

შედეგების გაუმჯობესება

ვაკვირდებით ორგანულ ტრაფიკს, პოზიციებსა და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს და მიღებული შედეგების საფუძველზე ვაუმჯობესებთ SEO სტრატეგიას.

03

ყველაფერი SEO ოპტიმიზაციაზე

დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები SEO ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.

SEO ოპტიმიზაცია არის ვებსაიტის ტექნიკური სტრუქტურის, კონტენტისა და სხვა ელემენტების გაუმჯობესების პროცესი, რომლის მიზანია საიტზე მეტი დაინტერესებული მომხმარებლის მოზიდვა ორგანული ძიებიდან.

 

Google-ში კონკრეტული პოზიციის გარანტირება შეუძლებელია, რადგან რეიტინგს Google-ის ალგორითმები და კონკურენტული გარემო განსაზღვრავს. ჩვენი მიზანია საიტის ხილვადობის, მიზნობრივი ტრაფიკისა და შედეგების თანმიმდევრული ზრდა.

 

SEO ხანგრძლივი პროცესია, შედეგის დანახვასაც გარკვეული დრო სჭირდება. ზოგიერთი ცვლილების შედეგი შესაძლოა 1-3 თვეში დაინახოთ, ზოგიერთს კი უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეს.

დიზაინის თავსებადობა სხვადასხვა მოწყობილობებზე, საიტის ტექნიკურად გამართულობა და მისი სისწრაფე პირდაპირ კავშირშია SEO-ს შედეგებთან.

ღირებულება დამოკიდებულია საიტის ზომაზე, ტექნიკურ მდგომარეობაზე, კონკურენციასა და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაზე. საწყისი აუდიტის შემდეგ შემოგთავაზებთ თქვენს მიზნებზე მორგებულ გეგმას.

 

შედეგები იზომება Google-ში ხილვადობით, პოზიციებით, ორგანული ტრაფიკითა და მიღებული მოთხოვნებით.