საიტის დამზადება

Web Features ამზადებს პროფესიონალურ ვებსაიტებს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის. ვებსაიტი არ არის მხოლოდ ბიზნესის ვიზუალური წარმოჩინება, ეს არის ციფრული წარმატების დასაწყისი. საიტის დამზადებისას ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ ლამაზ, არამედ ფუნქციურ ვებსაიტებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე, არის სწრაფი, სანდო და დაცული. WordPress ძრავზე დამზადებული ვებსაიტი არის მარტივად მართვადი, SEO მეგობრული და ყველა მოწყობილობაზე მორგებული.

ჩვენი პორტფოლიოს მრავალფეროვნება და მასში შემავალი წამყვანი ბრენდები ადასტურებს, რომ ჩვენთვის თითოეული პროექტი უნიკალურია. ინიდივიდუალური მიდგომა კი გვეხმარება დამკვეთს შევთავაზოთ სრული მომსახურება ბიზნესის წარმატებისთვის. ვებსაიტის დამზადებასთან ერთად, კომპანიებს ვთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას, ვებსაიტის ტექნიკურ მხარდაჭერას, აპლიკაციის დამზადებასა და სოციალური მედიის მართვას.

იდეიდან შედეგამდე

01

კონსულტაცია & დაგეგმვა

ვეცნობით ბიზნესის მიზნებსა და საჭიროებებს, ვადგენთ ტექნიკურ დავალებას და ვგეგმავთ ვებსაიტის სტრუქტურას, დიზაინსა და ფუნქციონალს.

02

დიზაინი & განვითარება

ვქმნით ბრენდზე მორგებულ დიზაინს და ვავითარებთ ვებსაიტის ფუნქციონალს. პროცესში ვითვალისწინებთ SEO-ს ტექნიკურ მოთხოვნებს, მომხმარებლის გამოცდილებასა და მობილურ მოწყობილობებზე გამართულ მუშაობას.

03

ვებსაიტის გადაბარება

დასრულებული ვებსაიტის გადაბარებისას გაჩვენებთ მის მართვას და გადმოგცემთ ყველა საჭირო ტექნიკურ წვდომას. სურვილის შემთხვევაში, ვაგრძელებთ ვებსაიტის ტექნიკურ მხარდაჭერასა და განვითარებას.

ჩვენი მიდგომა

ყველა მოწყობილობასთან თავსებადობა

ჩვენი ვებსაიტები გამართულად მუშაობს მობილურზე, ტაბლეტსა და დესკტოპზე

სისწრაფე და გამართულობა

ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტები სწრაფად იტვირთება და ოპტიმიზირებულია ყველა მომხმარებლისთვის.

განვითარება შედეგისთვის

ჩვენი მიზნის ბოლო საფეხურია საიტის დახმარებით ხმა მიაწვდინოთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას

AI როგორც ციფრული უპირატესობა

AI ტექნოლოგიების ინტეგრაცია ვებსაიტის ფუნქციონალს უფრო მოქნილს და მომხმარებლის გამოცდილებას უფრო ეფექტურს ხდის. საჭიროების მიხედვით, ვებსაიტში შესაძლებელია AI-ზე დაფუძნებული სხვადასხვა ფუნქციის ინტეგრაცია.

მოქნილი კონტენტ-მენეჯმენტი

ავტომატური თარგმანი

მომხმარებელთა ქცევის ანალიზი

AI ჩატბოტი

ანალიტიკა რეალურ დროში

ინდივიდუალური UX ალგორითმი

ბიზნესი, რომელიც დროს უსწრებს

თანამედროვე ვებსაიტი ბიზნესისთვის მხოლოდ ონლაინ არსებობა აღარ არის. ის არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კომპანიას მომხმარებლების მოზიდვაში, ინფორმაციის მიწოდებაში, გაყიდვებისა და სხვა ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესებაში. ამიტომ ვქმნით ვებსაიტებს ისეთი ტექნოლოგიური საფუძვლით, რომელიც მომავალში ახალი ფუნქციების დამატებისა და განვითარებისთვის მზად არის.

ტექნოლოგიური სისწრაფე

ვქმნით საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება და ინარჩუნებს მაღალ ხარისხს

01

AI ინტეგრაცია

ინოვაციური ფუნქციებით ვზრდით საიტის ეფექტურობას და მომხმარებელს ვუმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.

02

მზადება განვითარებისთვის

საიტის დამზადებისას ვითვალისწინებთ მომავალ საჭიროებებს, რაც პოტენციური ცვლილებების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

03

ყველაფერი საიტის დამზადებაზე

დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები საიტის დამზადების პროცესზე, გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.

ვებსაიტის დამზადების ფასი ინდივიდუალურია და განისაზღვრება შერჩეული დიზაინით, ფუნქციონალითა და სხვა მოთხოვნებით.

ვებსაიტის დამზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფუნქციონალის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ პროცესი გრძელდება 3-დან 4 კვირამდე.

კონტენტის ცვლილება (მაგ:ტექსტის შცვლა) დამკვეთის მიერ მარტივად გასაკეთებელია, თუმცა ყველა ტექნიკური ცვლილება საჭიროებს დეველოპერის ჩართულობას, რისთვისაც ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტების უმრავლესობას ვუწევთ ყოველთვიური ტექნიკური დახმარების სერვისს.

Web Features ამზადებს კორპორაციულ ვებსაიტებს, ბიზნეს ვებსაიტებს, ონლაინ მაღაზიებს, მომსახურების საიტებს და სხვა ნებისმიერი ტიპის ვებასიტს.

მომსახურება მოიცავს სტრუქტურის დაგეგმვას, დიზაინს, პროგრამულ აწყობას, მობილურ მოწყობილობებთან ადაპტაციას, საწყის ტექნიკურ SEO-ს, ტესტირებასა და საიტის გამოქვეყნებას.

დიახ. ვებსაიტი სრულად მოერგება კომპიუტერს, პლანშეტსა და მობილურ ტელეფონს, რათა მომხმარებელმა ყველა მოწყობილობაზე კომფორტულად ისარგებლოს.

 

საიტის დამზადება მოიცავს საწყის ტექნიკურ SEO გამართვას: სწორ სტრუქტურას, ინდექსაციის პარამეტრებს, სიჩქარის ოპტიმიზაციასა და ძირითად მეტამონაცემებს. სრულფასოვანი SEO განვითარება ცალკე, მუდმივი მომსახურებაა.

 

დიახ. შესაძლებელია ონლაინ გადახდის, ჯავშნის, CRM-ის, მიწოდების, ანალიტიკის, API-სა და სხვა საჭირო სისტემების ინტეგრაცია.

Web Features – Professional WordPress Website Development in Georgia.