ტექნიკური მხარდაჭერა

ვებსაიტი ცოცხალი სისტემაა, რომლის გამართულად მუშაობასაც მუდმივი მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საიტის ტექნიკურ გამართულობას, მუდმივ განახლებებს, სიჩქარის კონტროლსა და დროულ რეაგირებას იმისთვის, რომ თქვენმა საიტმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და ეფექტურობა.

მუდმივი ზრუნვა სტაბილურობისთვის

01

ტექნიკური მონიტორინგი

ყოველდღიურად ვაკვირდებით საიტის ტექნიკურ მხარეს, ვამოწმებთ სისტემურ სტაბილურობას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერ ცვლილებას.

02

მუდმივი დაცვა & განახლება

ყოველდღიურად ვანახლებთ შესაბამის თემებსა და პლაგინებს, რაც უზრუნველყოფს საიტის მუდმივ დაცულობას კიბერშეტევებისგან.

03

სწრაფი რეაგირება

ჩვენი დამკვეთის მიერ პრობლემის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვიწყებთ მის აღმოფხვრაზე ზრუნვას და ვუზრუნველყოფთ, რომ საიტი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს გამართულად ფუნქციონირებას.

ჩვენი მიდგომა

პრობლემის აღმოჩენა

ვებსაიტები, რომლებსაც ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, ჩვენი გუნდის მხრიდან მუდმივ კონტროლშია, რაც პრობლემის დროულად აღმოჩენას განაპირობებს.

მიზანმიმართული დიაგნოსტიკა

ჩვენი გუნდისთვის ყველა პრობლემა განსხვავებულია. მანამ, სანამ მის აღმოფხვრაზე მუშაობას დავიწყებთ, ვაკვირდებით, ვიკვლევთ და ვადგენთ საიდან მოდის ხარვეზი.

ეფექტური გადაწყვეტა

პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, ჩვენი ყურადღება ეთმობა რეკომენდაციების მომზადებას პოტენციური პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

უხილავი ზრუნვა, თვალსაჩინო შედეგი

ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ზოგჯერ შეუმჩნეველად მოქმედებს, თუმცა შედეგი ყოველთვის ჩანს. ვებსაიტის გამართულობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მუდმივ მუშაობას მოითხოვს, რის შედეგადაც თქვენი საიტი სტაბილურად სწრაფი და დაცულია.

24/7 მონიტორინგი

უსაფრთხოების კონტროლი

ბექაფების მართვა

სისწრაფის ოპტიმიზაცია

პლაგინების/თემის განახლება

პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა

წინასწარ აღმოფხვრილი პრობლემები

ჩვენ არ ველოდებით როდის შეექმნება ვებსაიტს პრობლემა, ჩვენი გუნდის 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად, როგორც წესი, პოტენციურ პრობლემას მის გამოჩენამდე ვპულობთ და ვიწყებთ მუშაობას მის თავიდან არიდებაზე. 

ავტომატური მონიტორინგი

სისტემურად მუდმივად ვაკონტროლებთ ვებსაიტების ტექნიკურ გამართულობას

01

საფრთხის პროგნოზირება

ვპოულობთ სავარაუდო საფრთხეს მანამ, სანამ ის რეალურ პრობლემად იქცევა.

02

სისწრაფის გაუმჯობესება

წინასწარ ვამჩნევთ სიჩქარი ვარნას და ვიწყებთ მის ოპტიმიზაციაზე მუშაობას.

03

ყველაფერი ტექნიკურ მხარდაჭერაზე

დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები ტექნიკური მხარდაჭერის მუშაობის პრინციპზე, გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.

ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენი დეველოპერები პრობლემის აღმოჩენისთანავე იწყებენ მუშაობას მის მოგვარებაზე.

ტექნიკური მხარდაჭერა WordPress ვებსაიტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მოითხოვენ თემისა და პლაგინების მუდმივ განახლებას.

ვებსაიტის აღდგენა შესაძლებელია სარეზერვო ასლების არსებობის შემთხვევაში.