Skip to content Skip to sidebar Skip to footer

WordPress თუ Shopify? რომელია საუკეთესო არჩევანი ონლაინ მაღაზიისთვის?

ციფრულ სამყაროში ბიზნესები, განსაკუთრებით კი ონლაინ მაღაზიები უფრო და უფრო დიდ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. მათი განვითარების გარკვეულ ეტაპზე, გარდაუვალია ვებსაიტის დამზადებამდე მისვლა და როდესაც ამ უკანასკნელისთვის მზადებას იწყებენ, უწევთ აირჩიონ პლატფორმა, რომელიც მათ ბიზნესს საუკეთესოდ მოერგება. 

კითხვა, რომელიც ყველა ბიზნესს აქვს, არის – რომელი პლატფორმა ჯობია? WordPress თუ Shopify? რომელი მისცემს მისთვის საუკეთესო შედეგს?

ორივე პლატფორმას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ამ სტატიაში კი დეტალურად განვიხილავთ ორივე მათგანს, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.

რატომ ჯობია WordPress Shopify-ს?

WordPress ძრავი CMS სისტემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რადგან მომხმარებელს ყველა ტიპის ვებგვერდის, მათ შორის ონლაინ მაღაზიის, შექმნის შესაძლებლობას აძლევს. მისი არჩევის ყველაზე ხშირი მიზეზი მოქნილობა და კომპლექსური ვებგვერდების შექმნის შესაძლებლობაა. 

რატომ WordPress?

  • WordPress საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ათასობით ფასიანი და უფასო პლაგინი საიტის ფუნქციურად გამართვისთვის;
  • ერთ-ერთი ყველაზე SEO მეგობრული პლატფორმა;
  • გვაძლევს ვებგვერდისთვის ნებისმიერი დიზაინის არჩევის შესაძლებლობას;
  • გვაქვს საშუალება შევარჩიოთ ჰოსტინგ პროვაიდერი კომპანია;
  • სწორად მართვის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი პლატფორმაა გრძელვადიან პერსპექტივაში.

WordPress-ის სირთულეები

  • მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივი გამოსაყენებელია, მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას და მის სამართავად საჭიროა ყოველთვიური მხარდაჭერის მომსახურება. 
  • იმისთვის, რომ საიტმა იმუშაოს შეუფერხებლად, რეგულარულად საჭიროებს განახლებებს და უსაფრთხოების დაცვას

რატომ ჯობია Shopify WordPress-ს?

Shopify სპეციალურად ონლაინ მაღაზიებისთვის შექმნილი და მეტად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ტექნიკური და ვიზუალური მხარე ნაკლებად მნიშვნელოვანია და მხოლოდ გაყიდვებზე ფოკუსირდებიან. 

რატომ Shopify?

  • მარტივი გამოსაყენებელია და არ საჭიროებს ბევრ ტექნიკურ ცოდნას;
  • არ საჭიროებს ცალკე ჰოსტინგ პროვაიდერ კომპანიას და თავად უზრუნველყოფს ვებგვერდს ამ სერვისით;
  • ჰყავთ მუდმივი მხარდაჭერის გუნდი;
  • გადახდის სისტემები უკვე ინტეგრირებულია და მარტივია გამოსაყენებლად.

Shopify-ის სირთულეები

  • გაცილებით ძვირია ვიდრე WordPress, რაც გამოიხატება მაღალ ფიქსირებულ გადასახადებსა და ტრანზაქციის საკომისიოებში;
  • WordPress-თან შედარებით ნაკლებად მოქნილია და არ იძლევა საიტის სხვადასხვა ფუნქციონალით დატვირთვის შესაძლებლობას;
  • დიზაინი შეზღუდულია და ყველა დამატებითი ფუნქცია ფასიანია.

საბოლოოდ რომელი ჯობია, WordPress თუ Shopify?

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი პლატფორმა უნდა აირჩიოთ თქვენი ონლაინ მაღაზიისთვის ვებსაიტის შექმნისას, უნდა მიიღოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ რომელია პრიორიტეტული თქვენთვის – კონტროლი თუ სიმარტივე?

თუ თქვენ გჭირდებათ მოქნილი ვებსაიტი და სამართავი პანელი ნაკლები საწყისი ხარჯებით, თქვენთვის საუკეთესო არჩევანი WordPress-არის. ხოლო თუ თქვენ მზად ხართ ფიქსირებული გადასახადის გადასახდელად და ტექნიკური დეტალების თავიდან არიდება გსურთ, თქვენთვის შესაფერი პლატფორმა არის – Shopify.

თუ მაინც გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაგვიკავშირდი, იხილე ჩვენი შესრულებული პროექტები და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.