Web Features ელექტრონული კომერციის ყოველწლიური კონფერენციის, eCommerce Georgia 2026-ის, პარტნიორი იყო. ღონისძიება 6 ნოემბერს თბილისში, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციამ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები და ელექტრონული კომერციის სფეროს ექსპერტები გააერთიანა. პროგრამის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ონლაინ ვაჭრობაში, გადახდებისა და მიწოდების სისტემების განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. მოხსენებებისა და პანელური დისკუსიების გარდა, პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვორკშოპებსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დემონსტრაციებს.
კონფერენციაზე Web Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლუკა ხალაძე მოხსენებით „Beyond AI Calls: New Possibilities of AI“ წარდგა. გამოსვლის ფარგლებში მან აუდიტორიას Web Features-ის ახალი პროდუქტი DialAI გააცნო, რომელიც ბიზნესებს ზარების ავტომატიზაციაში ეხმარება, და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
Web Features-ისთვის კონფერენციაში მონაწილეობა იყო შესაძლებლობა, ახალი პროდუქტი ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებისთვის წარედგინა და მათთან გაეზიარებინა გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ონლაინ გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად.
