თუ ვებ-დეველოპერი ხარ, ან WordPress ძრავზე მუშაობა გიცდია, შენთვის Figma-ც ნაცნობი იქნება. თანამედროვე, სხვადასხვა მოწყობილობებზე მორგებული ინტერფეისის მოყვარულები ხშირად სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ მათთვის სასურველი დიზაინის შესაქმნელად. თუმცა, ჩნდება კითხვა – რამდენად მომგებიანია Figma-ს გამოყენება WordPress პროექტებში? ზოგავს ის დროს, თუ ართულებს დეველოპერის სამუშაოს? 

ამ ბლოგში გაეცნობით ყველაფერს Figma & WordPress-ის კომბინაციის შესახებ.

დიზაინი, როგორც მთავარი ამოცანა

მიუხედავად იმისა, რომ WordPress მზა თემებს გვთავაზობს და დამკვეთს წინასწარ ექმნება წარმოდგენა თუ როგორი იქნება მისი კომპანიის ვებსაიტი, Figma დამატებითი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ დამკვეთმა წინასწარ ნახოს ინდივიდუალურად მის ბრენდბუქსა და კონტენტზე მორგებული დიზაინი და თავად ჩაერთოს პროცესში რაც თავის მხრივ იწვევს:

  • ნაკლებ გაუგებრობას დიზაინერისა და დეველოპერს შორის
  • წინასწარ შემუშავებულ მობილურ/დესკტოპ ვერსიებს
  • დიზაინის სწრაფ და ვიზუალურ კორექტირებას კოდის დაწერის გარეშე.

WordPress მრავალფეროვანია, თუმცა ზოგიერითი ადამიანისთვის ქაოტური, რადგან დეველიპერმა შესაძლოა გამოიყენოს Elementor, Custom თემა, მზა თემა და ა.შ. აქვე ჩნდება კითხვა, რამდენად შეიძლება Figma-ში დახატული დიზაინი გადაიქცეს WordPress საიტად UX-ის დაზიანების გარეშე?

პასუხია კი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მასზე პროფესიონალები მუშაობენ. 

რა არის Figma-სა და WordPress-ის კომბინაციის უპირატესობა?

Figma-ში წინასწარ დამუშავებული დიზაინის არსებობის შემთხვევაში დეველოპერისა და დიზაინერის ურთიერთობა ეფუძნება არა სიტყვიერ წარმოსახვას, არამედ რეალურ ფაილებს, რაც ორივეს საქმეს ამარტივებს. 

დამკვეთის მიერ დიზაინში რაიმეს არ მოწონების შემთხვევაში მისი ცვლილება უფრო მარტივია Figma-ში მანამ, სანამ დეველოპერი ტექნიკურ სამუშაოებს დაიყებს. 

როდის არის Figma-ს გამოყენება WordPress-ში დროის კარგვა?

თუ ვებსაიტი მარტივია და მისი მთავარი ამოცანა არა ვიზუალური არამედ ფუნქციური მხარის ან კონტენტის წინ წამოწევაა, WordPress-ის მზა თემის გამოყენება და მისი დამკვეთის ბრენდბუქზე მორგება საუკეთსო გადაწყვეტილებაა. 

ამასთანავე, თუ დამკვეთს სურს Figma-ში ააწყოს სტანდარტული დიზაინი, რომლის მზა თემაც უკვე არსებობს, ეს მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა.

Figma + WordPress ნამდვილად ძლიერი კომბინაციაა მაშინ, თუ პროექტი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, უნიკალურ დიზაინსა და გუნდურ მუშაობას. შედეგი საუკეთსოა მაშინ, როცა დიზაინისა და დეველოპმენტის ზღვარი მკაფიოდაა გავლებული. 

მცირე პროექტებში Figma-ს გამოყენება კი ხშირად რესურსის არასწორი ხარჯვაა, რადგან მისთვის დიზაინერის დაქირავება ზოგჯერ შეიძლება დეველოპერის ანაზღაურებასაც უტოლდებოდეს. 

იმისთვის, რომ დამკვეთმა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა Figma-ში დაზაინის წინასწარ დამუშავება, მან პირველ რიგში უნდა შეაფასოს რა არის პროექტის მიზანი, მოითხოვს თუ არა ის უნიკალურ დიზაინსა და მასშტაბურობას. 

Figma-ს გამოყენების შემთხვევაში კომპეტენტური დეველოპერის ჩართულობა კრიტიკულია, რადგან თუ მან ვერ შეძლო დიზაინის სწორად მორგება WordPress ძრავზე, დიზაინერის მიერ შესრულებული სამუშაო ფუჭი აღმოჩნდება. 

პროფესიონალი გუნდის პოვნა არც ისე მარტივია, რადგან ხშირად დამკვეთებს, რომელთაც ამ სფეროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ, არ შეუძლიათ დეველოპერის გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეფასება. თუმცა მის პროფესიონალიზმსა და სანდოობაზე მისი პორტფოლიო და სამუშაო გამოცდილება მეტყველებს. 

თუ მაინც გიჭირთ გადაწყვიტოთ გჭირდებათ Figma-ში აწყობილი დიზაინი თუ თქვენს მოთხოვნებს მზა თემაც აკმაყოფილებს, დაგვიკავშირდით და გაიარეთ უფასო კონსულტაცია ჩვენს პროფესიონალ გუნდთან.