Web Features შესყიდვების ყოველწლიური კონფერენციის, Procurement Conference 2026-ის, სპონსორია. კონფერენცია 11 ნოემბერს თბილისში, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, Easy Procurement-ის ორგანიზებით გაიმართება.

კონფერენცია ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააერთიანებს. წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თემაა, როგორ ცვლის გაციფრულება და ხელოვნური ინტელექტი შესყიდვებისა და ოპერაციების მართვას. მონაწილეები პრაქტიკული ვორკშოპების, პრეზენტაციებისა და პროფესიული დისკუსიების ფორმატში გაეცნობიან მიდგომებს, რომლებიც ბიზნესს ყოველდღიური პროცესების გაუმჯობესებაში ეხმარება.

ღონისძიების მხარდაჭერით Web Features ხელს უწყობს ტექნოლოგიური კომპანიებისა და შესყიდვების სფეროს პროფესიონალების თანამშრომლობას. კონფერენცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ, როგორ შეიძლება ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენება შესყიდვების პროცესში.