Web Features საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას (Georgian AI Association, GAIA) შეუერთდა. 2023 წელს დაფუძნებული არაკომერციული ასოციაცია აერთიანებს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტებს, კომპანიებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. მისი მიზანია საქართველოში AI-ის შესახებ ცოდნის გავრცელება და ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა ბიზნესში, განათლებასა და საჯარო სექტორში. ასოციაციის შესახებ
GAIA პროფესიული შეხვედრებით, ეროვნული AI ჰაკათონითა და საქართველოს AI სამიტით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ პროფესიულ გაერთიანებაში Web Features ვებდეველოპმენტის, ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებში დაგროვილ გამოცდილებას შეიტანს. GAIA-ს ინიციატივები
Web Features-ისთვის თანამშრომლობის მთავარი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქართული კომპანიების პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. ეს მოიცავს ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას, დანერგილი AI ინსტრუმენტების შედეგების შეფასებას და კომპანიისა თუ მომხმარებლების მონაცემების დაცვას. ასოციაციის წევრობა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ამ საკითხებზე სხვა წევრებს გამოცდილება გაუზიაროს და ერთობლივ ინიციატივებში ჩაერთოს.
