დღესდღეისობით ბიზნესის წარმატება და კეთილდღეობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ხარისხსა და ფასზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად ჩანს ის სწორ ადგილას.
შესაძლებელია გქონდეთ საინტერესო და საჭირო პროდუქტი, სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, თუმცა თუ თქვენი ბიზნესი ონლაინ არ ჩანს ან სწორად არ ჩანს, ჩათვალეთ, რომ ის უბრალოდ არსებობს, თუმცა არ იზრდება.
რატომ აღარ არის საკმარისი სოციალურ ქსელებში ყოფნა?

ბიზნესის მფლობელების ნაწილი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელები სრულად საკმარისია მომხმარებლის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, თუმცა მხოლოდ ცოტა მათგანი თუ იაზრებს, რომ სოციალურ ქსელებზე კონტროლი მუდმივი არ არის, და მისი დაკარგვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად გვერდზე ტექნიკური წვდომისა, სოციალური ქსელები ჩვენ არ გვეკუთვნის.
სოციალური ქსელების გვერდებზე არც თუ ისე მარტივია ინფორმაციის პოვნა, მით უმეტეს, თუ ეს ინფორმაცია არ არის ახლად განთავსებული, რაც ბრენდის იმიჯზე უარყოფითად აისახება და მას ნაკლებად პროფესიონალურს ხდის.
ამასთანავე, სოციალური ქსელები არ იძლევა ისეთი სიღრმისეული მონაცემების ნახვის საშუალებას, როგორსაც გვაძლევს Google Analytics და Google Search Console.
თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ სოციალური ქსელი, თქვენ ვერ მუშაობთ SEO-ზე, ანუ კარგავთ გუგლში გამოჩენის შესაძლებლობას, შესაბამისად კარგავთ მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს.
ვებსაიტი, ანუ ბიზნესის ციფრული მისამართი

ხშირ შემთხვევაში, ბიზნესის ფიზიკური მისამართი მომხმარებელს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის მასზე. ციფრულ სამყაროში კი ამ როლს ვებსაიტი ასრულებს. ვებსაიტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომელიც თქვენს ნაცვლად მუშაობს და თქვენს ბიზნესს 24/7-ზე ხელმისაწვდომს ხდის.
სოციალურ ქსელთან ერთად ვებსაიტის არსებობა ბიზნესს მეტ პროფესიონალიზმსა და სერიოზულობას სძენს. მომხმარებელი ხვდება რომ კომპანია ზრუნავს მისი მომხმარებლის კომფორტზე და ეს დადებითად აისახება მის ქცევაზე და კომპანიის გაყიდვებზე.
ზემოთ აღნიშნული Google Analytics და Google Search Console საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევას ვებსაიტზე და გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება.
სრულყოფილი და მომხმარებელზე მორგებული ვებსაიტი ტოვებს სანდოობის შთაბეჭდილებას, განსაუთრებით კი მაშინ, როდესაც მომხმარებელი პირველად გეძებთ.
რას კარგავ, როცა არ ჩანხარ?

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგ პროდუქტს ყიდით და რამდენად ხელმისაწვდომ ფასად, თუ მომხმარებელი ვერ გხედავთ გაყიდვებიც არ გექნებათ. მომხმარებელთა უმეტესობა სასურველ პროდუქტს Google-ში ეძებს, შესაბამისად ვებსაიტის გარეშე ის ვერ გპოულობთ და თქვენს ადგილს თქვენივე კონკურენტები იკავებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პროდუქტი მათსას ჯობია.
ბიზნესი, რომელიც არ ცდილობს ციფრულ სამყაროში ადგილის დამკვიდრებას, ვერ იზრდება. შესაძლებელია ყველაფერს აკეთებთ წარმატებისთვის, თუმცა თუ ამას სწორად არ აჩვენებთ, თქვენი არსებობა შეუმჩნეველი ხდება.
ციფრულ სამყაროში არსებობა იწყება არა პოსტებით, არამედ სპეციალურად თქვენი ბიზნესისთვის შექმნილი სივრცით, ანუ ვებსაიტით.
თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი მომხმარებლისთვის თვალსაჩინო გახდეს, ჩვენ დაგეხმარებით ისე, როგორც უკვე სხვა 200-ზე მეტ კომპანიას დავეხმარეთ.