fbpx
Skip to content Skip to sidebar Skip to footer

7 მიზეზი თუ რატომ ტოვებენ მომხმარებლები თქვენს ვებსაიტებს მოკლე დროში

Ბიზნესის მფლობელისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება, რაც ინტერნეტ სამყაროში მოწონების, კომენტარების ან/და გაყიდვების საშუალებით გამოიხატება. თუმცა, ვებსაიტის ვიზიტორებისგან სასურველი უკუკავშირის მიღება ნელნელა რთულდება. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, მომხმარებლის მიზანია მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება.

თქვენს ვებსაიტზე მომხმარებლის გარკვეული დროით დაყოვნება საკმაო შრომის ჩადებას მოითხოვს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ მიზეზები, რატომაც ვიზიტორებმა შეიძლება ვებსაიტი დატოვონ.

  1. საიტი ნელია

Კვლევების მიხედვით, მომხმარებლის 47% ელის, რომ საიტის ჩატვირთვა წაიღებს არაუმეტეს 2 წამისა, ხოლო 40% თვლის, რომ თუ ჩატვირთვა 3 წამზე დიდხანს გაგრძელდება, მან უნდა მოძებნოს ალტერნატივა.

ვებსაიტი უნდა იტვირთებოდეს მყისიერად. 1 წამის განმავლობაში ჩატვირთვისას მომხმარებელი თვლის, რომ ის თავად აკონტროლებს პროცესს, 1 წამის შემდეგ, ისინი კვლავ თვლიან რომ თავად აქვთ კონტროლი, თუმცა ხვდებიან, რომ პროცესში არის კომპიუტერის წვლილიც, ხოლო 10 წამის გასვლისას ისინი კარგავენ ინტერესს და ხშირად ტოვებენ საიტს.

თუ თქვენს კონკურენტს აქვს უფრო სწრაფად ჩატვირთვადი საიტი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად საინტერესოა თქვენი კონტენტი, მომხმარებელი ყოველთვის დაიღლება ჩატვირთვის ლოდინით.

  1. საიტი არ არის ადაპტირებული სხვადასხვა მოწყობილობებზე

Როდესაც ვსაუბრობთ მომხმარებლის სურვილებზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენად მოსახერხებელი გამოსაყენებელია საიტი სხვადასხვა მოწყობილობებით, მათ შორის ტელეფონით ან დესკტოპით.

ადაპტირებული ვებსაიტი გულისცმობს საიტს, რომელიც მარტივად ერგება სხვადასხვა გაჯეტს, მათ შორის დესკტოპს, ლეპტოპს, პლანშეტს და მობილურს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა სარგებლობს მობილური ტელეფონით, საიტის ტელეფონზე მორგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლის დიდი ნაწილი საიტს დატოვებს.

არაადაპტირებული ვებსაიტი გულისხმობს საიტს, რომელსაც აქვს დაბალი ხარისხის UX დიზაინი, რომლის სიჩქარეც არ არის ოპტიმიზირებული მობილურ ტელეფონზე, რომელსაც ყველა მოწყობილობაზე ავტომატურად აქვს სხვადსხვა დიზაინი, მათ შორის არეული ღილაკები და სისტემა, რომელშიც ტექსტი წერია შეუსაბამო შიფტით, არ არის ფუნქციური და სხვა.

  1. საიტის გაუმართავი სტრუქტურა

თუ თქვენი ვებსაიტის სტრუქტურა არის არაორგანიზებული, თქვენ შესაძლოა განიცდიდეთ მომხმარებლები სწრაფ კარგვას. გახსოვდეთ, რომ ვიზიტორების უმეტესი ნაწილი გვერდის კონტენტს არ კითხულობს ზედმიწევნით, არამედ ისინი ცდილობენ მათთვის საინტერესო, ძირითადი ელემენტებისთვის ყურადღების მიცემას, შესაბამისად ამისთვის საჭიროა ორგანიზებული, გამართული სტრუქტურის მქონე ვებგვერდი. Პირველადი ეფექტი ხშირად განსაზღვრავს მომხმარებლის შემდგომ ქმედებას.

ვებ დიზაინის ძირითადი პრინციპების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა იყოს ვიზიტორის საიტიდან სწრაფი გასვლის მიზეზი. Მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ვიზუალური იერარქია, ეს მარტივად ახვედრებს მომხმარებელს, რომ თქვენი სურვილია მათ ყურადღება მიაქციონ შინაარსის გარკვეულ ნაწილს.

  1. ავტომატურად დაკვრადი ვიდეო

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვიზიტორი შესაძლოა გავიდეს საიტიდან არის ავტომატურად დაკვრადი ვიდეო. Მომხმარებლის უმრავლესობისთვის ვიდეო, რომელიც ირთვება მათი ნებართვის გარეშე, არის გამაღიზიანებელი, რადგან მათ უწევთ დროის კარგვა ვიდეოს გათიშვის ღილაკის პოვნაზე, ამიტომ ისინი ტოვებენ საიტს.

თქვენ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელი უნდა გრძნობდეს კონტროლს საიტზე, რასაც ავტომატურად ჩართული ვიდეო აკარგვინებს. Მაგალითად თუ მომხმარებელი უსმენს მუსიკას და პარალელურად შემოდის თქვენს საიტზე, ის ავტომატურად გავა თუ მას ჩართული ვიდეო დახვდება. ეს

  1. მოსაწყენი კონტენტი

თუ გსურთ საიტზე მომხმარებლის დაყოვნება, ამისთვის საჭიროა საინტერესო შინაარსის მქონე კონტენტი. Საიტების მფლობელები ხშირად კონცენტრირდებიან მხოლოდ მთავარ გვერდზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სხვა გვერდებს. თუ მომხმარებელი სხვა გვერდის ლინკიდან გადავა საიტზე და ეს გვერდი არ იქნება მოწესრიგებული, ასეთ დროს ის არც კი გადავა მთავარ გვერდზე ისე დატოვებს საიტს.

Სინამდვილეში, საიტის მთავარი გვერდი უკვე დიდი ხანია აღარ არის ყურადრების ცენტრში ისე, როგორც ადრე. Ბლოგები და სიახლეები ხშირად არის მარტივი გამოსავალი ვიზიტორების მოასზიდად და ის დიდ როლს თამაშობს კონტენტის დაგეგმვისას.

თუ გსურთ, რომ ვიზიტორმა არ დატოვოს საიტი, თქვენ უნდა კონცენტრირდეთ ნეიტრალურ, მარტივი სიტყვებით შექმნილ კონტენტზე. Ამასთანავე, ხალხს არ მოსწონს ბარბარიზმებით სავსე ტექსტი, რომელიც მათ დააბნევს. Მაგალითად, თუ ყიდით რაიმეს, კონცენტრირდით მისი სარგებლის მარტივი სიტყვებით, მოკლე აღწერაზე.

  1. არააქტიური ბლოგი

ყველაზე მარტივი პასუხი კითხვაზე “რატომ ტოვებენ ვიზიტორები საიტს სწრაფად” არის არააქტიური ბლოგი. Ასეთ დროს საიტზე შემოსულ მომხმარებელს არაფერი ხვდება ახალი, რაც მას დააყოვნებს, შესაბამისად ის ტოვებს და შესაძლოა აღარასდროს დაბრუნდეს. Ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხშირი პოსტვაც შესაძლოა მომაბეზრებელი იყოს მომხმარებლისთვის.

  1. საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობა

კვლევების მიხედვით, ვიზიტორების 44% სწორედ იმ საიტებს ტოვებს, სადაც არ არის საკონტაქტო ინფორმაცია. Მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას პოულობდეს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

Საკონტაქტო ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია, რადგან ეს აყალიბებს ნდობას მომხმარებლებში. Ამ ნაწილზე ყურადღების არ მიქცევა შესაძლოა გახდეს მიზეზი, რატომაც ვიზიტორმა მალევე დატოვოს თქვენი საიტი.