Skip to content Skip to sidebar Skip to footer

5 მითი SEO-ს შესახებ, რომელიც ბიზნესს აზიანებს

ონლაინ სივრცეში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება დღესდღეისობით საკმაოდ რთული და პრობლემატური საკითხია. ბიზნესის წარმომადგენლები ყველა შესაძლო გზას ეძებენ იმისთვის, რომ მათ სფეროში პირველები იყვნენ და მეტი მომხმარებელი მიიზიდონ. ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა (SEO), თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ბევრი ბიზნესი ხდება სხვადასხვა მითის მსხვერპლი, რაც მათ SEO-ს სწორად გამოყენებაში უშლის ხელს.

ამ ბლოგში გაეცნობით 5 ყველაზე გავრცელებულ მითს SEO-ს შესახებ საქართველოში, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს ბიზნესს.

მითი #1: SEO ერთჯერადი პროცესია

რეალობა: საძიებო სისტემების ალგორითმი მუდმივად ცვალებადია, ამიტომ SEO უწყვეტი პროცესია. ვებსაიტს მუდმივად ესაჭიროება ოპტიმიზაცია, კონტენტის დამატება, სტრუქტურის შეცვლა, რაც მის მეტ აქტიურობას, Google-ში პოზიციების შენარჩუნება/გაუმჯობესებას და გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს. 

მითი #2: ბევრი საკვანძო სიტყვის (Keyword) გამოყენება, აუმჯობესებს პოზიციებს. 

რეალობა: დღესდღეისობით, Google-სთვის მნიშვნელოვანია შინაარსი, მისი ხარისხი და რელევანტურობა და არა უბრალოდ სიტყვების სიმრავლე. შესაბამისად, საკვანძო სიტყვებზე მეტი ყურადღება კონტენტს ექცევა. რაც უფრო შინაარსობრივი, მომხმარებლისთვის სასარგებლო და საჭიროა კონტენტი, მით უფრო მეტია მაღალი პოზიციის მოპოვების პოტენციალი.

მითი #3: SEO მხოლოდ პოზიციის ამაღლებაზე ზრუნავს

რეალობა: მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობთ და ის თქვენს ვებგვერდზე აღმოჩნდება, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. საჭიროა მომხმარებელი დაარწმუნოთ, რომ თქვენი მომსახურება ან პროდუქტი მისთვის საუკეთესო არჩევანია. შესაბამისად, კარგი SEO არა მხოლოდ მოიზიდავს მომხმარებელს, არამედ მას თქვენს კლიენტად გადააქცევს.

მითი #4: სოციალური მედია არ ახდენს გავლენას SEO-ზე

რეალობა: სოციალური მედიის გავლენა პირადპირ არ არისახება SEO-ზე, თუმცა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram, Linkedin და სხვ. ზრუნავენ თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, ზრდიან საიტის დატვირთვას და მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება საიტის კონტენტის/ბლოგის გადაზიარება, რაც აისახება SEOს წარმატებაზე.

მითი #5: SEO პატარა ბიზნესებისთვის ძვირიანი სერვისია

რეალობა: პატარა ბიზნესის დიდ ბიზნესად გადაქცევის მთავარი გასაღები შესაძლოა სწორედ SEO ოპტიმიზაცია იყოს. სწორი SEO კამპანიის მეშვეობით, მცირე ბიზნესის ვებგვერდებს მოემატება ვიზიტორების რაოდენობა, გახდება მომხმარებლისთვის მეტად სანდო და დაიმკვიდრებს შესაბამის ადგილს ონლაინ სამყაროში.

SEO არ არის მხოლოდ ერთჯერადი პროცესი, ეს გრძელვადიანი კამპანიაა, რომელსაც მუდმივი ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მონაცემების სწორად დამუშავება სჭირდება, რისი დახმარებითაც მნიშვნელოვნადაა შესაძლებელი საიტის მომხმარებლის ზრდა და მისი პოზიციების გაუმჯობესება.

თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ თქვენი ვებგვერდის პოზიციების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ახლა სწორედ ამის დროა. Web Features-ის გუნდი დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიის შემუშავებაში და საიტის ოპტიმიზაციაში. SEO აუდიტისთვის და თქვენი საიტის ოპტიმიზაციისთვის დაგვიკავშირდით, ერთად განვავითაროთ თქვენი ბიზნესი!
ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ვებსაიტი, ჩვენი პროექტების ხარისხი, დამკვეთები და მათი წარმატება დაგარწმუნებთ საიტის დამზადების საჭიროებაში.