Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ტოპ 5 WordPress პლაგინი სრულყოფილი ვებსაიტისთვის

თუ ვებსაიტის დამზადება WordPress ძრავზე გადაწყვიტეთ, გეცოდინებათ, რომ სწორი პლაგინების შერჩევა საიტის დამზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორად შერჩეული პლაგინები ამარტივებს ვებსაიტის მართვას, ზრდის ფუნქციონალს და მომხმარებლისთვის სასიამოვნოს ხდის საიტის მოხმარებას. ამ ბლოგში გაგაცნობთ 5 ყველაზე პოპულარულ WordPress პლაგინს, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ვებსაიტზე გამოიყენება.
 

WooCommerce – ონლაინ მაღაზიისთვის

WooCommerce სპეციალურად WordPress-ისთვის შექმნილი eCommerce პლატფორმაა, რომელიც სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის შექმნის საშუალებას იძლება. მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • პროდუქციის დამატება და კატეგორიზაცია
  • გადახდის მეთოდების დამატება (ბარათით გადახდა, საბანკო გადარიცხვა)
  • შეკვეთების მართვა
  • სხვადასხვა სერვისების ინტეგრირება (კუპონი, მიტანის სერვისი და ა.შ)

თუ აპირებთ პროდუქციის ონლაინ გაყიდვას, WooCommerce იდეალური არჩევანია როგორც მცირე, ასევე მსხვილი ბიზნესებისთვის. მეტ ინფორმაციას WooCommerce-ის შესახებ აქ გაეცნობით.

Elementor – ვებგვერდის ვიზუალური რედაქტორი

Elementor-ი drag-and-drop ტიპის გვერდის კონსტრუქტორია, რომელიც, კოდის არ ცოდნის შემთხვევაში, დაგეხმარებათ დახვეწილი და პროფესიონალური გვერდის შექმნაში. მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • გვერდის ვიზუალური ჩასწორება
  • მზა დიზაინის ბლოკის გამოყენება
  • აქვს სხვადასხვა მოწყობილობებზე (მობილური, დესკტოპი, ტაბლეტი) მორგების შესაძლებლობა
  • სლაიდერის, ღილაკების, ფორმების ინტეგრირება.

თუ არ გსურთ დიზაინის ტექნიკურ ნაწილში ჩაღრმავება, Elementor სრულ კონტროლს მოგცემთ გვერდის სტილსა და სტრუქტურაზე.

Rank Math – ეფექტური SEO ოპტიმიზაციისთვის

Rank Math ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი SEO პლაგინია, რომელიც გეხმარებათ საიტის კონტენტის უკეთ ოპტიმიზირებაში საძიებო სისტემებისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია: 

  • ავტომატური მეტა თეგების გენერირება
  • გვერდის შინაარსის SEO ანალიზი
  • XML საიტის რუკის ავტომატური გენერირება
  • Google Search Console ინტეგრირება
  • Schema Markup მხარდაჭერა

იმისათვის, რომ გაიმარტივოთ SEO ოპტიმიზაციის პროცესი, Rank Math-ის გამოყენებით მიიღებთ გვერდის გაუმჯობესების რჩევებს და შეძლებთ გვერდების უკეთ ოპტიმიზაციას.

Wordfence – საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

Wordfence ერთ-ერთი საუკეთესო უსაფრთხოების პლაგინია, რომელიც თქვენს ვებსაიტს კიბერ შეტევებისგან დაიცავს. მისი საშუალებით შესაძლებელია

  • Firewall და Malware-ის სკანირება
  • Brute Force (ბევრი მცდელობით/სხვადასხვა კომბინაციებით) თავდასხმისგან თავდაცვა
  • რეალური ტრეფიკის კონტროლი
  • IP-ების დაბლოკვა და გაფილტვრა

თუ ვებსაიტის უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტულია, Wordfence უზრუნველყოფს საიტის საიმედო დაცვას.

WPML – მრავალენოვანი ვებსაიტის შექმნა

WPML-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებელს შესთავაზოთ საიტის ენის მარტივად ცვლილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას. WPML-ის საშუალებით შესაძლებელია

  • გვერდებისა და კონტენტის თარგმნა
  • მრავალენოვანი მენიუს შექმნა
  • მრავალენოვანი WooCommerce-ის შექმნა
  • ავტომატური თარგმანის ხელით ჩასწორება

თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი სხვადასხვა ენაზე იყოს ხელმისაწვდომი, WPML სანდო და პოპულარული არჩევანია. 

სწორად შერჩეული WordPress პლაგინები მნიშვნელოვნად ზრდის ვებსაიტის შესაძებლობას და მომხმარებლის გამოცდილებას. მოცემული 5 პლაგინი კი საშუალებას იძლევა თქვენი ვებსაიტი იყოს დაცული, დახვეწილი და ფუნქციური. 


თუ გსურთ თქვენი ვებსაიტის აუდიტი პრობლემების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად, დაგვიკავშირდით.