ვებსაიტი ცოცხალი სისტემაა, რომლის გამართულად მუშაობასაც მუდმივი მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საიტის ტექნიკურ გამართულობას, მუდმივ განახლებებს, სიჩქარის კონტროლსა და დროულ რეაგირებას იმისთვის, რომ თქვენმა საიტმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და ეფექტურობა.
ყოველდღიურად ვაკვირდებით საიტის ტექნიკურ მხარეს, ვამოწმებთ სისტემურ სტაბილურობას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერ ცვლილებას.
ყოველდღიურად ვანახლებთ შესაბამის თემებსა და პლაგინებს, რაც უზრუნველყოფს საიტის მუდმივ დაცულობას კიბერშეტევებისგან.
ჩვენი დამკვეთის მიერ პრობლემის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვიწყებთ მის აღმოფხვრაზე ზრუნვას და ვუზრუნველყოფთ, რომ საიტი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს გამართულად ფუნქციონირებას.
ვებსაიტები, რომლებსაც ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, ჩვენი გუნდის მხრიდან მუდმივ კონტროლშია, რაც პრობლემის დროულად აღმოჩენას განაპირობებს.
ჩვენი გუნდისთვის ყველა პრობლემა განსხვავებულია. მანამ, სანამ მის აღმოფხვრაზე მუშაობას დავიწყებთ, ვაკვირდებით, ვიკვლევთ და ვადგენთ საიდან მოდის ხარვეზი.
პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, ჩვენი ყურადღება ეთმობა რეკომენდაციების მომზადებას პოტენციური პრობლემების თავიდან ასარიდებლად.
ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ზოგჯერ შეუმჩნეველად მოქმედებს, თუმცა შედეგი ყოველთვის ჩანს. ვებსაიტის გამართულობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მუდმივ მუშაობას მოითხოვს, რის შედეგადაც თქვენი საიტი სტაბილურად სწრაფი და დაცულია.
ჩვენ არ ველოდებით როდის შეექმნება ვებსაიტს პრობლემა, ჩვენი გუნდის 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად, როგორც წესი, პოტენციურ პრობლემას მის გამოჩენამდე ვპულობთ და ვიწყებთ მუშაობას მის თავიდან არიდებაზე.
სისტემურად მუდმივად ვაკონტროლებთ ვებსაიტების ტექნიკურ გამართულობას
ვპოულობთ სავარაუდო საფრთხეს მანამ, სანამ ის რეალურ პრობლემად იქცევა.
წინასწარ ვამჩნევთ სიჩქარი ვარნას და ვიწყებთ მის ოპტიმიზაციაზე მუშაობას.
დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები ტექნიკური მხარდაჭერის მუშაობის პრინციპზე, გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენი დეველოპერები პრობლემის აღმოჩენისთანავე იწყებენ მუშაობას მის მოგვარებაზე.
ტექნიკური მხარდაჭერა WordPress ვებსაიტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მოითხოვენ თემისა და პლაგინების მუდმივ განახლებას.
ვებსაიტის აღდგენა შესაძლებელია სარეზერვო ასლების არსებობის შემთხვევაში.
Web Features © 2025 All Rights Reserved.