ვებსაიტის შექმნისას ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი სწორი თემის შერჩევაა. WordPress თემა განსაზღვრავს თქვენი საიტის ვიზუალსა და ფუნქციონალს და დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევასა და გამოცდილებაზე.
თემის შერჩევისას მხოლოდ ვიზუალური მხარის გათვალისწინება არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მის უკან დგას მთავარი – ფუნქციონალი. ამ ბლოგში გიამბობთ თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თემა, რომელიც არა მხოლოდ ალამაზებს თქვენს საიტს, არამედ სძენს ფუნქციონალს და სწორად ერგება თქვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და მიზნებს.
რატომ არის თემის შერჩევა მნიშვნელოვანი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თემა არის საიტის საყრდენი, რომელიც განსაზღვრავს :
- როგორ აღიქვამს მომხმარებელი თქვენს ბრენდს,
- რამდენად მარტივია ნავიგაცია საიტზე,
- როგორ გამოიყურება საიტი სხვადასხვა მოწყობილობებზე,
- რამდენად კარგად მუშაობს ის გუგლში (SEO).
აქედან გამომდინარე, არასწორად შერჩეულმა თემამ შესაძლოა შეგზღუდოთ ტექნიკურად, ხოლო სწორად შერჩეული თემა დაგეხმარებათ თქვენი ციფრული მიზნების მიღწევაში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება WordPress თემის შერჩევისას?

განსაზღვრეთ საიტის მიზანი
თემის შერჩევისას დასვით კითხვა, რა არის საიტის მიზანი და რა შინაარსის მატარებელია ის?! ქმნით ბლოგს, საინფორმაციო ვებსაიტს, ონლაინ მაღაზიას თუ უბრალოდ პორტფოლიოს?!
თქვენ მიერ შერჩეული თემა პირველ რიგში თქვენს მიზანს უნდა შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ფუნქციურად.
მობილურზე მორგებული (responsive) დიზაინი
დღესდღეობით ვებსაიტების გასახსნელად მომხმარებლები უმეტესწეილად მობილურ მოწყობილობებს იყენებენ, შესაბამისად თემის შერჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა მის მობილურ ვერსიას ენიჭება. თემა, რომელიც მხოლოდ დესკტოპ ვერსიაზეა მორგებული, დაგაკარგვინებთ ძალიან ბევრ მომხმარებელს. თემის ყიდვამდე სასურველია მისი დემო ვერსიის მობილურით გადამოწმება და მის გამართულობაში დარწმუნება.
SEO-მეგობრული
საძიებო სისტემაში სწორი ოპტიმიზაცია ყველა ვებსაიტის შედეგიანი არსებობისთვის გადამწყვეტია. საძიებო სისტემებისთვის პრიორიტეტულია თემა, რომელიც:
- სწრაფად იტვირთება,
- გააჩნია სწორი HTML სტრუქტურა,
- მუშაობს პოპულარულ SEO პლაგინებთან (როგორიცაა Rank Math ან Yoast).
დიზაინის კონტროლის შესაძლებლობა
თემის ყიდვის შემდეგ მნიშვნელოვანია დეველოპერმა ის გახადოს უნიკალური, რისთვისაც მან საიტი უნდა მოარგოს თქვენს ბრენდბუქს. სწორად შერჩეული თემა იძლევა ფერების, შრიფტის, ჰედერების ცვლილებისა და მორგების შესაძლებლობას და სწორედ მათი გამოყენებით ხდება თქვენი საიტი გამორჩეული.
განახლებები და სერთიფიცირება
განახლებადი თემა გულისხმობს მის უსაფრთხოებას, ახალ ფუნქციონალს და WordPress-ის ახალ ვერსიებთან თავსებადობას. მაგალითისთვის, არ გირჩევთ ისეთი თემაზე არჩევანის შეჩერებას, რომელიც ბოლო 1 წელია არ განახლებულა.
თქვენ მიერ შერჩეული თემა იქნება უფასო თუ ფასიანი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
- დეტალური დოკუმენტაცია,
- მომხმარებელთა მხარდაჭერა
- აქტიური ფორუმი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დამოუკიდებლად, დეველოპერის გარეშე აპირებს საიტის დამზადებას..
თავსებადობა საჭირო პლაგინებთან და Page Builder-ებთან
იმისთვის, რომ შეძლოთ თქვენთვის სასურველი ფუნქციონალის გამართვა, თემა უნდა იყოს სრულად თავსებადი თქვენს მიერ არჩეულ Page Builder-თან (მაგ. Elementor, Beaver Builder) და პლაგინებთან (WooCommerce, Contact Form 7, Polylang და სხვა).
რეიტინგები და მომხმარებელთა გამოხმაურებები
თემის ყიდვამდე ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ მომხმარებელთა შეფასებებზე, რადგან ზოგჯერ 1 ვარსკვლავი მეტს ამბობს, ვიდრე მთელი აღწერა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თემა უნდა შეარჩიოთ გააზრებულად, შეაფასოთ მისი როგორც ვიზუალური, ისე ფუნქიური მხარე. გახსოვდეთ, რომ ყველა ვებსაიტი ინდივიდუალურია, ამიტომ ერთი თემა არ შეეფერება სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ვებსაიტებს.
თუ თემის შერჩევაში ან მის ტექნიკურად გამართვაში პროფესიონალის რჩევა და დახმარება დაგჭირდებათ. დაგვიკავშირდი და ერთად შევარჩიოთ თემა, რომელიც არა მხოლოდ გამოჩნდება, არამედ იმუშავებს — შენი ბიზნესის სასარგებლოდ.