Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ არის WordPress & WooCommerce საუკეთესო არჩევანი თქვენი ონლაინ მაღაზიისთვის? 

თანამედროვე ბიზნესი ვებსაიტის გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ბიზნესი ონლაინ მაღაზიაა, რომლისთვისაც საიტი არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. 

მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, ვებსაიტის დამზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საიტის ძრავის არჩევაა. ისინი ხშირად არჩევანს WordPress-სა და Shopify-ს შორის აკეთებენ. 

ამ ბლოგში მოგიყვებით თუ რატომ არის WordPress & WooCommerce საუკეთესო არჩევანი თქვენი ონლაინ მაღაზიისთვის. 

მარტივი სამართავი პანელი 

იმისთვის, რომ თქვენი კომპანიის ვებსაიტმა შეუფერხებლად იმუშაოს, საჭიროა მისი დამზადება პროფესიონალს მიანდოთ, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ ვიზუალზე, არამედ ფუნქციონალის სწორად გამართვაზე. 

ვებსაიტის დამზადების შემდეგ, საჭიროა მისი მართვა – პროდუქტის დამატება, ფასის ცვლილება, მარაგების კონტროლი და ა.შ, რაც ვორდპრესის სამართავი პანელისა და WooCommerce-ს საშუალებით ძალიან მარტივად, თავადაც შეგიძლიათ. 

მოქნილი და უნიკალური

ყველა ბიზნესს სჭირდება უნიკალური ონლაინ მაღაზია. ზოგიერთი ყიდის პროდუქტს, ციფრულ ფაილებს, სთავაზობს სერვისს, გამოწერებს და სხვა, სწორედ ამიტომ ყველა ვებსაიტი უნდა იყოს ინდივიალური, ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული. 

WordPress-ზე არსებული ათასობით თემა და პლაგინი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ სასურველი მათგანი თქვენთვის პრიორიტეტული ფუნქციონალიდან და გემოვნებიდან გამომდინარე და გახადოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ვებსაიტი განსხვავებული. 

ბიუჯეტური

ბიზნესის მფლობელების გადაწყვეტილებაზე თუ რომელ ძრავზე ან დეველოპერზე შეაჩერონ არჩევანი, დიდ გავლენას ახდენს ბიუჯეტი. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც WordPress-ს ნამდვილად გამოარჩევს სხვა მზა ძრავებისგან. სასურველი პლაგინების არჩევით თავს არიდებთ ზედმეტ, არასაჭირო ფუნქციონალს და თანხას იხდით მხოლოდ იმაში, რაც თქვენს საიტს სჭირდება.

SEO მეგობრული 

იმისთვის, რომ საიტის დამზადება ბიზნესისთვის სარგებლის მომტანი იყოს, საჭიროა მომხმარებელმა იცოდეს თქვენი არსებიბის შესახებ. 

WordPress ერთ-ერთი ყველაზე SEO მეგობრული პლატფორმაა, რადგან ის ბუნებრივად ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებისთვის, ხოლო WooCommerce პროდუქციის გვერდების სწორად აწყობაში გეხმარებათ, რაც ხელს უწყობს საძიებო სისტემებში საიტის პოზიციების გაუმჯობესებას.

განვითარებადი და განახლებადი

WordPress და WooCommerce მუდმივად ვითარდება, იხვეწება მისი დაცვის სისტება, ნახლდება პლაგინები, ემატება ფუნქციები, შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარდება თქვენი ონლაინ მაღაზიაც. 

თუ გსურთ, რომ თქვენი ონლაინ მაღაზია იყოს სწრაფი, დახვეწილი, მარტივად სამართავი და ფუნქციური, WordPress და WooCommerce საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

იმისთვის, რომ ვებსაიტმა გამართულად იმუშაოს, საჭიროა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც მას გამართავს. Web Features-ის გუნდი ქმნის თქვენს მიზნებსა და სურვილებზე მორგებულ ვებსაიტებს. ჩვენს პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმზე კი ჩვენი პროექტები მოგიყვებიან.