დღეს, როდესაც მომხმარებელი პირველ შთაბეჭდილებას ვებსაიტის მიხედვით იქმნის, კომპანიებისთვის უმნიშვლოვანესია არა უბრალოდ საიტის ქონა, არამედ ეფექტური და დახვეწილი ვებსაიტის ქონა, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული.
ხშირად დამკვეთისთვის პრიორიტეტულია ვებსაიტის დამზადება ბიუჯეტურად, თუმცა, როგორც წესი, ამ დამოკიდებულების შედეგად ვებსაიტი მომხმარებელს არ იზიდავს, შესაბამისად შედეგს ვერ დებს.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რის მიხედვით იზრდება ვებსაიტის ფასი საქართველოში და რატომ არ უნდა დაგენანოთ თანხის გადახდა ხარისხში.
რატომ არ ღირს ვებსაიტის დამზადება ფიქსირებული თანხა?!

საქართველოში ვებსაიტის დამზადების ღირებულება რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულ ლარამდე მერყეობს, ხოლო კონკრეტული თანხა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:
- ვებსაიტის ტიპი – ერთგვერიდანი ლენდინგი, რამდენიმე გვერდიანი საინფორმაციო ტიპის ვებსაიტი, სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია თუ სხვა. რაც უფრო კომპლექსურია ვებსაიტი, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება
- დიზაინი – მზა თემაზე დამზადებული, შაბლონური დიზაინის მქონე ვებსაიტი უფრო ბიუჯეტურია, თუმცა, ზოგჯერ, ვერ გამოხატავს ბრენდის უნიკალურობას და საჭიროა პერსონალური დიზაინის გამოყენება, რაც მეტ ინვესტიციას მოითხოვს.
- ფუნქციონალი – სხვადასხვა ენა, ონლაინ გადახდა/განვადება, შესვლა/რეგისტრაცია და სხვა ძალიან ბევრი ფუნქცია განსაზღვრავს და ზრდის ვებსაიტის ღირეულებას, მაგრამ ამავდროულად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
- ტექნიკური ნაწილი და SEO – საძიებო სისტემების ოპტიმზაციისთვის გადამწტვეტია საიტის სიჩქარე, უსაფრთხოება, სხვადასხვა მოწყობილობაზე მორგება და სხვა, რისი მოწესრიგებაც, რა თქმა უნდა, აისახება ბიუჯეტზე.
რატომ არ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ ფასზე დაყრდნობით?

დაბალი ფასის მქონე ვებსაიტების უკან ხშირად იმალება:
- სუსტი ან არათანამედროვე დიზაინი;
- ნელი, გასამართი ფუნქციონალი;
- დასახვეწი UX;
- გაუმართავი SEO ოპტიმიზაცია;
- ხარვეზების გამოსასწორებლად პოტენციური ხარჯები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასახვეწი, გაუმართავი ვებსაიტი იწვევს მომხმარებლის უნდობლობას. რამდენიმე წამი საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ვებსაიტის დატოვების, ანუ კომპანიის მომსახურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
რატომ ღირს ინვესტიცია ხარისხში?!

როგორც აღვნიშნეთ, მომხმარებელს სულ რამდენიმე წამი სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს სურს თუ არა თქვენი ვებსაიტით სარგებლობა, შესაბამისად პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია. დახვეწილი, პროფესიონალური დიზაინი და ფუნქციონალი კი მომხმარებელს გადაწყვეტილების თქვენს სასარგებლოდ მიღებისკენ უბიძგებს.
სწორად გამართული ვებსაიტი ორიენტირებულია გაყიდვებზე, მარტივ ნავიგაციასა და სწრაფ ჩატვირთვაზე, ასევე, ის უბიძგებს მომხმარებელს რაიმე მოქმედებისკენ, შესაბამისად მომხმარებლის მეტი ჩართულობა განაპირობებს მეტ გაყიდვებს.
რაც უფრო ხარისხიანია ვებსაიტი, მით უფრო ნაკლებ ჩარევას მოითხოვს და დიდხანს მუშაობს გამართულად, რაც შემდგომში ნაკლებ ხარჯსა და სტრესთან ასოცირდება.
და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნიკურად გამართული და ოპტიმიზირებული ვებსაიტი უკეთ ჩანს საძიებო სისტემებში. ვებსაიტის სწორი სტრუქტურა, გამართული ფუნქციონალი და ოპტიმიზირებული კონტენტი კომპანიას ხდის კონკურენტუნარიანს.
ქართულ ბაზარზე შეხვდებით როგორც გამოცდილ, ასევე გამოუცდელ დეველოპერებს, შესაბამისად შეხვდებით შედარებით ბიუჯეტურ ან მაღალ ფასიან მომსახურებას, თუმცა ხშირად ფასი შედეგის პირდაპირპროპორციულია – ბიუჯეტური მომსახურება ხშირად იძლევა მინიმალურ შედეგს, პროფესიონალიზმი და ხარისხი კი სხვანაირად ფასობს.
თუ თქვენც გსურთ ვებსაიტი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ლამაზი ვიზუალი, არამედ დაგეხმარებად გაყიდვებსა და მომხმარებლის შენარჩუნებაში, დაგვიკავშირდით. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურად თქვენს ბიზნესზე მორგებულ ვებსაიტს WordPress ძრავზე, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევის წინაპირობად იქცევა.