fbpx
Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ტოპ 9 შეცდომა ბიზნეს ვებსაიტის დამზადებისას

თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ძლიერი ონლაინ სივრცის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Ბიზნესისთვის პროფესიონალური ვებსაიტი აუცილებელია, თუმცა მის შექმნასა და განვითარებაში გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდება – გადამწვეტი. ცუდად შექმნილმა საიტმა შეიძლება იმაზე დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესს, ვიდრე საიტის არ ქონამ. გამართული, მომხმარებელზე მორგებული საიტის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბიზნეს მიზნების ეფექტურად მისაღწევად.

გიზიარებთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც თავიდან უნდა აირიდოთ ვებსაიტის დამზადებისას. 

  1. მობილური ვერსიისთვის შეუთავსებელობა

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურ მოწყობილობას ინტერნეტთან წვდომისთვის, ვიდრე დესკტოპს/კომპიუტერს, რაც ხაზს უსვამს ყველა ვებსაიტის მობილურ ვერსიაზე თავსებადობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. მიუხედავად ამისა, ბევრი საიტი ჯერ კიდევ არ არის მორგებული მობილურ ვერსიაზე, რაც ბიზნესს პოტენციურად აკარგვინებს მნიშვნელოვან აუდიტორიას.  ყველა მოწყობილობისთვის შესაბამისი ვებ-დიზაინის არსებობა გადამწვეტ როლს თამაშობს მომხმარებლის გამოცდილებისა და შთაბეჭდილების შექმნაში.

2. არაეფექტური ნავიგაცია და კომუნიკაცია

Საუკეთესო ვებ-დიზაინი უზრუნველყოფს მომხმარებელზე მორგებულ ნავიგაციას და მკაფიო კომუნიკაციას საიტის ვიზიტორის შესანარჩუნებლად. მოარგეთ თქვენი მთავარი გვერდის დიზაინი აუდიტორიის პოტენციურ კითხვებს, რათა მოიპოვოთ მათი ნდობა და ეფექტურად გამოკვეთოთ თქვენი შეთავაზებების უპირატესობები.

მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ სწრაფად და მარტივად იპოვონ ინფორმაცია, რომელსაც ეძებენ. ამისათვის :

  • უპირატესობა მიანიჭეთ მობილურ ნავიგაციას
  • შექმენით საიტმეპი
  • შეზღუდეთ მენიუს პარამეტრები
  • გამოიყენეთ ქვეკატეგორიები
  • შესთავაზეთ ძიების ფუნქცია
  • გამოიყენეთ უკან დაბრუნების ღილაკი
  • ეფექტურად გამოიყენეთ ქვედა ნავიგაციის ზოლი
  • მიეცით ყველა გვერდიდან მთავარ გვერდზე გადასვლის საშუალება.

3. კონტენტ-სტრატეგიის ნაკლებობა

ბიზნეს ვებსაიტისთვის კონტენტის სტრატეგიის არ ქონა ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, ხოლო ინფორმაციის მუდმივი განახლება სიახლეებითა და შესაბამისი თემებით – სტრატეგიის ძირითადი ნაწილი. Სწორი და მომხმარებლისთვის საიტერესო კონტენტის არსებობა უზრუნველყოფს საიტზე ვიზიტორის შენარჩუნებას და საიტის საძიებო სისტემებთან ადაპტირებას. მოახდინეთ ფოკუსირება გრძელ ტექსტზე (1500-2000 სიტყვა) და მუდმივად განაახლეთ კონტენტი, რათა კვლავ დარჩეთ აქტუალური.

4. შეზღუდული კონტენტის არსებობა 

შეზღუდული კონტენტი თქვენს ვებსაიტს ნაკლებად ეფექტურს ხდის. მაგალითად, კომპანიამ, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის მომსახურებას, მას უნდა შესთავაზოს მეტი, ვიდრე მომსახურების ზოგადი ჩამონათვალი. თითოეულ სერვისს უნდა ჰქონდეს საკუთარი, გამოყოფილი გვერდი, რაც SEO პერსპექტივიდან, მომხმარებელს დაეხმარება საკვანძო სიტყვების სპეციფიკური შინაარსის გაგებაში, რაც ვებგვერდის საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანია. Სასურველია, თითოეული სერვისის ცალკეული გვერდი მოიცავდეს 500-1000 სიტყვას.

5. გვერდის ცუდი ოპტიმიზაცია

საიტის შექმნის დროს დაშვებულ მთავარ შეცდომებში გვერდის ცუდ ოპტიმიზაციას მაღალი ადგილი უკავია. ის მოიცავს ძირითად ცვლილებებს ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა გვერდის სათაურები და მეტა მონაცემები. Მაგალითად, საძიებო სისტემების შედეგების გვერდებზე გაზრდილი პოზიციების მისაღებად, სასურველია გვერდის საკვანძო სიტყვების შინაარსში და სათაურში ზომიერად ხსენება და შიდა და გარე ბმულების დამატება.

6. გვერდის ჩატვირთვის დაბალი სიჩქარე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა ავირიდოთ, არის გვერდის ჩატვირთვის სიჩქარის უგულებელყოფა. Მომხმარებელთა უმეტესობა, უპირატესობას ანიჭებს სწრაფად ჩატვირთულ გვერდებს, ხოლო მისი ნელი სიჩქარე, მათ თქვენს კონკურენტებამდე მიიყვანს. Ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული ვებსაიტებისთვის. გარდა ამისა, ჩატვირთვის სიჩქარე დიდ როლს თამაშობს საძიებო სისტემებში გვერდის პოზიციონირებაში. გამოიყენეთ ჰოსტინგი, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ სიჩქარეს, და შეამცირეთ არასაჭირო მედია. Სწრაფად ჩატვირთვადი გვერდები ინარჩუნებს ვიზიტორების ჩართულობას და ზრდის მომხმარებლის დადებითი უკუკავშირის პოტენციალს.

7. ინტერაქციული ღილაკების ნაკლებობა

ინტერაქციის ნაკლები საშუალება ასევე ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რადგან მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის თქვენთან დაკავშირებაში, ვინაიდან ისინი მომხმარებელს სასურველი ქმედებისკენ მოუწოდებს, როგორიცაა – შესვლა, რეგისტრაცია, ყიდვა, გადახდა და ა.შ. ინტერაქციული ღილაკები მომხმარებელს მიუთითებს ღილაკის გამოყენების ეფექტურობაზე, ისინი შეიძლება იყოს როგორც ღილაკის, ასევე ბმულის, ბანერის ან სლაიდის სახით. ვებ-დიზაინის სააგენტოები ხშირად იყენებენ მსგავს ღილაკებს ყველა გვერდზე, რითიც ხაზს უსვამენ სიმარტივეს, ლაკონურობას და ოპტიმალური ეფექტურობისთვის მათი გამოყენების აუცილებლობას.

8. ვებ-უსაფრთხოების უგულებელყოფა

Მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად საიტის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Მისმა უგულებელყოფამ შესაძლებელია მომხმარებელს ალტერნატივის ძიებისკენ უბიძგოს. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, პრიორიტეტულია:

  • გამოიყენოთ HTTPS (Hypertext Transfer Protocol Secure) HTTP (Hypertext Transfer Protocol) – ის მაგივრად
  • Ძლიერი პაროლის დაყენების მოთხოვნა
  • Მოითხოვოთ მომხმარებლის ნებართვა მათ ინფორმაციაზე წვდომისთვის
  • რეგულარული განახლებისა და სარეზერვო მასალის არსებობა
  • თანამშრომლობა საიმედო ჰოსტინგის პროვაიდერთან.

9. საკონტაქტო ინფორმაციის ნაკლებობა

Საიტზე Შეუსაბამო საკონტაქტო ინფორმაციის არსებობა კრიტიკული შეცდომაა, რომლის თავიდან აცილებაც მარტივადაა შესაძლებელი. დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის საკონტაქტო გვერდი ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია, რომელიც თვალსაჩინოდაა განთავსებული მთავარ მენიუში, ან გვერდის “ჩვენს შესახებ” ქვეკატეგორიაში. Ძირითადი საკონტაქტო დეტალებია:

  • Ბიზნესის სახელი
  • ტელეფონის ნომერი
  • ფიზიკური მისამართი რუქით
  • ელფოსტის მისამართი
  • საკონტაქტო ფორმა
  • სამუშაო საათები.

Ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პროფილის თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებაც. “კონტაქტის” გვერდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მომხმარებელს უმარტივებს თქვენთან დაკავშირებას, რითიც მას უმაღლებთ ნდობას თქვენი ბიზნესის მიმართ.

შეჯამება

Ბიზნესისთვის ციფრული მარკეტინგი მნიშვნელივანია, ვებსაიტი კი მისი უკონკურენტო მონაწილე. თქვენი საიტის შექმნის მიზნის მიღწევაში მომხმარებლის სურვილების მოწინავე ადგილზე დაყენება დაგეხმარებათ. Მოერიდეთ საიტის შექმნისას დაშვებულ ზემოთ ჩამოთვლილი შეცომების დაშვებას სანდო და პროფესიონალ ვებ-დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობით და გაითვალისწინეთ, რომ ვებსაიტის ვიზიტორებისთვის აუცილებელია თქვენი ბიზნესის ყველაზე ნათელი მხარის ჩვენება.